ემანუელ მაკრონი - ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს
ემანუელ მაკრონი - ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს

საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს, თუ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება „წითელი ხაზი“ სირიის ხელისუფლებისთვის.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში დარტყმა განხორციელდება ქიმიური იარაღის საწარმოსა და საწყობებზე. ამავე დროს, მაკრონის თქმით, ამჟამად საფრანგეთი არ ფლობს საფუძვლიან მტკიცებულებებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, სირიის ხელისუფლებამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რაიონში რამდენჯერმე გამოიყენება. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება ბაშარ ასადის რეჟიმს აპრილში იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმაში სდებს ბრალს. მაშინ ქალაქ ხან-შეიხუნში მომწამვლელი აირის ზარინის გაშვებას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

იანვრის ბოლოს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა 25 კომპანიასა და კერძო პირს, რომელიც პარიზის მიერ ეჭვმიტანილია სირიის ქიმიურ იარაღის წარმოების პროგრამის მხარდაჭერაში.

დატოვე კომენტარი