ემილიანო მარტინესმა ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2029 წლამდე დარჩება – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
31 წლის მეკარე „ასტონ ვილას“ 2020 წელს „არსენალიდან“ 17 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა.
მარტინესმა ბრიმინგემული გუნდის მაისურით 161 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გასულ სეზონში „ასტონ ვილასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესი 2022 წელს არგენტინის ეროვნულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან ასევე ორჯერ კოპა ამერიკა მოიგო.