ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ითამაშებს #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ლეანდერ დენდონკერი „ნაპოლიში“ იჯარის წესით გადავა.

იუწყებიან, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თავად დენდონკერსაც სურს „ნაპოლიში“ თამაში და ბელგიელი სეზონის დარჩენილ ნაწილს იტალიურ კლუბში გაატარებს. „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს კი სეზონის ბოლოს დენდონკერის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ლეანდერ დენდონკერი „ასტონ ვილას“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ინგლისურ გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. დენდონკერს „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ი ბელგიის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ ნახევარმცველს 11 მილიონ ევროდ აფასებს.