ემელიანენკო ტაისონთან ორთბარძოლის შესახებ - შეთანხმება მიღწეულია #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარულმა ვეტერანმა, ფიოდორ ემელიანენკომ მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონთან, მაიკ ტაისონთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ემელიანენკო აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია და, დიდი ალბათობით, ორთაბრძოლა გაიმართება.
ემელიანენკო: „იგეგმება, რომ ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართება. ტაისონისა და ჩემმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკების რამდენიმე ეტაპი გაიარეს. ბრძოლა კრივის წესებით წარიმართება. შეთანხმება ორივე მხარეს შორის მიღწეულია და დარჩა ფინანსური საკითხების მოგვარება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება“.
ტაისონი ორმოცდაჩვიდმეტი წლისაა, ემელიანენკო – ორმოცდაშვიდის. ამერიკელმა კარიერა შორეულ 2005 წელს დაასრულა, რუსმა კი ბოლო ბრძოლა 2023-ში გამართა.