EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ნაკლებად გვაქვს
EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ნაკლებად გვაქვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილების ინტერესებს დაიცავს.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში რამდენიმე საკითხი პრობლემურია და ორგანიზაციას დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ნაკლებად აქვს.

“დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილოს მიმართ ჩაიდინა. ცხადია, ჩვენ ყველა სამართლებრივ დაცვის საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე დაცული იყოს. ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი და მთელი ორი კვირის განმავლობაში მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის პრობლემა. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად შევისწავლით იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს. ჩვენ საბოლოო სწორება ადამიანის უფლებათა სასამართლოზე გვაქვს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ამ საქმეს შეაფასებს. პოლიტიკური შინაარსის გამო ცხადია, ჩვენ მაღალი ნდობა იმის მიმართ, რომ საქმის გამოძიება ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და დამოუკიდებელი იქნება, საკმაოდ ნაკლები გვაქვს”, – განაცხადა მიქელაძემ.

დუისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.