EMC კვლევის მიხედვით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში ხარვეზები გამოვლინდა
EMC კვლევის მიხედვით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში ხარვეზები გამოვლინდა

EMC კვლევის მიხედვით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში რიგი ხარვეზები გამოვლინდა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოადგინა მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც საუბარია საქმეების განაწილების სისტემაზე.

დოკუმენტი აფასებს 2017 წლის 31 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში საქმეების განაწილების ახალი სისტემის ფუნქციონირებას.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ძირითადი გამოწვევებია; არასისტემური და ფრაგმენტული ცვლილებების განხორციელება და საგამონაკლისო შემთხვევების გაზრდა, საქმეების შემთხვევითი განაწილების პრინციპი უზრუნველყოფილი არ არის ყველა სასამართლოში, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებს შენარჩუნებული აქვთ ბუნდოვანი უფლებამოსილებები. ორგანიზაციის ხელმძღვანელ სოფო ვერძეულს მიაჩნია, რომ პრობლემაა ასევე როდესაც კანონში დეტალურად არ არის გაწერილი საქმეების განაწილების საკითხი და ამ წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.

EMC მიერ მომზადებულ დოკუმენტის პრეზენტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ესწრება.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, არსებობს ხარვეზები, თუმცა ამ საკითხების გადასაჭრელად მუდმივად მიმდინარეობს ამოცანების დასახვა.

„მე არ მაქვს განცდა, რომ წესი იმდენად სრულყოფილია, არ სჭირდება განვითარება. ჩვენ შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. ტექნიკურმა ჯგუფმა დაარეგულირა რიგი საკითხები, შევძელით კანონით დადგენილ ვადაში აგვემოქმედებინა ეს წესი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.