ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევროპის კონტინენტზე სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ სტრუქტურული დიალოგის საჭიროებაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მათივე ცნობით, მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ საფრანგეთი დაინტერესებულია ევროკავშირსა და რუსეთს შორის უფრო სანდო ურთიერთობების დამყარებით.

ამასთან, უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას, სადაც საფრანგეთი და გერმანია შუამავლების როლს ასრულებენ, რომ უკრაინას და რუსეთს შორის კონფლიქტი დასრულდეს და მხარეებმა გამოსავალი მოძებნონ.

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ლიბიის კონფლიქტზეც ისაუბრეს. ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მაკრონმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს არსებულ შეთანხმებებს, რაც ლიბიიდან უცხოელი მებრძოლების სწრაფად გასვლას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი