ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემები ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისი და უკრაინის საკითხი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველ პირთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით გარანტიებზე დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები სურს. შეგახსენებთ, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროსაც დააყენა.
ამასთან, მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ყარაბაღის თემაზეც ისაუბრეს.