ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა 27 მარტს პარიზში დააანონსა
ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა 27 მარტს პარიზში დააანონსა

ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა 27 მარტს პარიზში დააანონსა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ ბრიუსელში განაცხადა, შეხვედრაზე უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის შესახებ იქნება საუბარი და მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

„ჩემთვის ხუთშაბათის (27 მარტის) მიზანია, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად, პირველ რიგში, გვქონდეს განმეორებითი, მკაფიო და, შესაძლოა, ოდნავ უფრო დაკონკრეტებული ვალდებულება“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო მოსკოვის უარი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით მზაობაზე. მისი თქმით, მოსკოვის უარი მტკიცებულებაა, რომ „რუსეთი მოცემულ მომენტში მშვიდობით არ არის დაინტერესებული“. მაკრონის განცხადებით, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები, რომელსაც რუსული არმია უკრაინის მიმართ ახორციელებს, არის იმის მტკიცებულება, რომ მოსკოვს არ სურს მშვიდობა.