ემანუელ მაკრონმა სიღარიბესთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომლისთვისაც 8 მილიარდი ევროა საჭირო
ემანუელ მაკრონმა სიღარიბესთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომლისთვისაც 8 მილიარდი ევროა საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიღარიბესთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომლის შესრულებისთვისაც 8 მილიარდი ევროა საჭირო, – ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

მაკრონის გეგმის მიხედვით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილების განთლებას.

მისი ინიციატივით, ასევე 2020 წლისთვის შეიცვლება სოციალური დახმარების სისტემა, რათა სოციალურად დაუცველებისთვის მინიალურმა შემოსავალმა არსებული სოციალური შეღავათების სისტემა ჩაანაცვლოს. ისინი ვინც დახმარებას მიიღებენ, ვალდებულები იქნებიან იმუშაონ ან ისწავლონ.

ოპონენტები და პროფკავშირები მაკრონს მისი პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ და ხშირად მას „მდიდრების პრეზიდენტად“ მოიხსენიებენ.

სააგენტო Insee-ის მონაცემებით, საფრანგეთის მოსახლეობის 14% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.