ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა
ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ბურგუნდიის რეგიონში გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაკრონის განცხადებით, მერკელი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ჟაკ შირაკთან მუშაობდა, შემდეგ ნიკოლა სარკოზისთან ერთად ფინანსურ კრიზისთან გასამკლავებლად და ევროზონის შესანარჩუნებლად, ასევე ფრანსუა ოლანდთან ტერორიზმის წინააღმდეგ და იმიგრაციის კრიზისზე, ბოლოს კი მასთან ერთად „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

„თქვენ იმუშავეთ იმისთვის, რომ ევროპა ყოფილიყო ერთიანი მთელი ამ შოკების განმავლობაში. იმედი მაქვს, ის გაკვეთილი, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ, მტკიცედ დავდგეთ ძლიერი საპირისპირო ქარების წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, ყველა დარჩება ერთიანი და რომ არაფერი დაიშლება, ეს ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა მაკრონმა.

ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიას 16 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობას ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს.

დატოვე კომენტარი