ემანუელ მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა

04:01, 12.03.2025
France's President Emmanuel Macron (C) shakes hands with European Union's chiefs of staff of and NATO armies flanked by France's Chief of Staff of the French Armed Forces (CEMA) Thierry Burkhard (R) ahead of a meeting to address the ongoing Russian-Ukranian conflict as part of the Paris Defence and Strategy Forum at the Musee de la Marine, in Paris, on March 11, 2025. (Photo by Sarah Meyssonnier / POOL / AFP)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.

აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.

როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

მსგავსი