ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მაკრონმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახის წევრებს და დაგმო რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ფრანგულ ძალებზე თავდასხმები.
„მათი ყოფნა ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ჩარჩოს ნაწილია. ირანში ომი ვერ გაამართლებს ასეთ თავდასხმებს“, – აღნიშნა მაკრონმა.