ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია – 24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული

11:26, 22.08.2026

24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

შეხვედრის თავმჯდომარეები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და  დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი იქნებიან.

კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კოალიციის დაახლოებით ათი მონაწილე შეიკრიბება, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ელისეის სასახლის განცხადებით, შეხვედრა სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე გაიმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხისა და მისი სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მხარდაჭერას.

როგორც  ელისეის სასახლეში განმარტავენ, ლიდერები ასევე განაგრძობენ კოორდინაციას ომის დასაფინანსებლად საჭირო რესურსების შემცირების მიმართულებით.

მსგავსი