ემანუელ მაკრონი – ვიზიარებთ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე

02:25, 03.11.2020

ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე – ასე გამიეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვენაში მომხდარ თავდასხმას.

„ჩვენ ფრანგი ხალხი ვიზიარებთ ავსტრიელი ხალხის მწუხარებასა და შოკს. საფრანგეთის შემდეგ, ჩვენს მეგობარზე განხორციელდა თავდასხმა  ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე“, – წერს მაკრონი.

ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც.

მსგავსი