ემანუელ მაკრონი - ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზისთვის და რეგიონისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ისრაელელი ხალხის სიხარულს იზიარებს. როგორც მაკრონი X-ზე წერს, მძევლების გათავისუფლება მშვიდობას შესაძლებელს ხდის ისრაელისთვის, ღაზისა და რეგიონისთვის.
„ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, რადგან შვიდი მძევალი ახლახან გადაეცა წითელ ჯვარს. ჩემი გუნდი და მე ცოტა ხნის წინ შევხვდით მათ მშობლებს. ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. ისინი მალე გათავისუფლდებიან. მათი გათავისუფლებით – და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით – მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზისა და რეგიონისთვის. საფრანგეთი პრეზიდენტ ტრამპის გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება არაბ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მობილიზებაშიც მან წვლილი შეიტანა. მაგრამ ახლა სიხარულის დროა“,- წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში შვიდი ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს.