ემანუელ მაკრონი - ვფიქრობთ ბრიუსელში ლაჩრული თავდასხმის შედეგად დაღუპულებზე და ჩვენს ბელგიელ და შვედ მეგობრებზე, რომელთა გაოგნებასაც ვიზიარებთ
ბრიუსელში მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმაურება.
„ახლახან ვესაუბრე ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს, რათა გამომეხატა საფრანგეთის მხარდაჭერა ამ საშინელ ვითარებაში, რაც ბრიუსელს დაატყდა თავს. ჩვენ ვფიქრობთ ამ ლაჩრული თავდასხმის შედეგად დაღუპულებზე და ჩვენს ბელგიელ და შვედ მეგობრებზე, რომელთა გაოგნებასაც ვიზიარებთ“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. პროკურორები სროლას ტერორიზმად განიხილავენ. ამასთან, ბელგიის პრემიერის ცნობით, სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან.