ემანუელ მაკრონი - ვენესუელელმა ხალხმა მადუროს დიქტატურას დააღწია თავი და შეუძლია, ამით გაიხაროს, გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მათი ნების პატივისცემით აღსავსე და მშვიდობიანი
ვენესუელელმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დიქტატურას დააღწია თავი და შეუძლია, ამით გაიხაროს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მადურომ საკუთარი ერის ღირსება შელახა.
„ძალაუფლების ხელში ჩაგდებითა და ფუნდამენტური თავისუფლებების გათელვით ნიკოლას მადურომ საკუთარი ხალხის ღირსება სერიოზულად შელახა. მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემით აღსავსე. ჩვენ გვსურს, ეს გარდამავალი პერიოდი 2024 წელს არჩეულმა პრეზიდენტმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ სწრაფად უზრუნველყოს“, – წერს მაკრონი.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი სრულად მობილიზებულია, მათ შორის, „ამ გაურკვეველ დროს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ და რეგიონში პარტნიორებთან საუბრობს.