ემანუელ მაკრონი – ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ ვიხილეთ ამბოხისკენ მიმართული ქმედებები, რომელთა მიზანია რესპუბლიკის დამხობა, ადგილი ჰქონდა კრიმინალურ ქმედებებსაც, რომლებსაც სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ

16:43, 22.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ზოგადი რეკომენდაციაა, უახლოეს დღეებში დემონსტრაციები არ გაიმართოს.

მისივე თქმით, მათ, ვისაც საპროტესტო აქციების გაგრძელება სურს, პრეფექტები ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციების გამართვის მოთხოვნები წარადგინეს. ამჟამად ამ მოთხოვნებს პრეფექტები ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ, თუმცა ჩვენი ქალაქების ცენტრალური უბნების, განსაკუთრებით კი მაღაზიებისა და საზოგადოებრივი შენობების დასაცავად, ალტერნატიული მარშრუტები იქნება შეთავაზებული. წესები მარტივია. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ უახლოეს დღეებში დემონსტრაციები არ გაიმართოს. მათ, ვისაც საპროტესტო აქციების გაგრძელება სურს, პრეფექტები ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ. პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციების გარდა, ავკრძალავთ სხვა დემონსტრაციებს, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დავიცვათ მაღაზიები და საზოგადოებრივი შენობები.

გასულ შაბათს, 17 ოქტომბერს ვიხილეთ ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ განხორციელებული პოლიტიკური და ამბოხისკენ მიმართული ქმედებები, რომელთა მიზანია რესპუბლიკის დამხობა. ნათლად უნდა ითქვას, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ, ამას ღიად აცხადებენ, უკიდურესი საშიშროებით, ძალადობითა და დაგეგმვით. ამასთან, ადგილი ჰქონდა კრიმინალურ ქმედებებს, რომლებსაც ასევე უდიდესი სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი