ემანუელ მაკრონი - უკრაინას, შეერთებულ შტატებს და ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვინდა მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა, პროგრესის მიღწევისას ერთადერთი დაბრკოლება რუსეთია
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ომში პროგრესის მიღწევისას ერთადერთი დაბრკოლება რუსეთია.
ამის შესახებ მაკრონმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინას, შეერთებულ შტატებს და ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვინდა მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა. ნორმალურია, რომ ამ გეგმის დასასრულებლად მაგიდასთან სხედან როგორც უკრაინელები, ისე ევროპელები. ხვალ და შემდგომ დღეებში ზუსტად ამას გავაკეთებთ, რათა ერთობლივი გეგმა შევიმუშაოთ“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
ემანუელ მაკრონმა რუსეთზე საუბრისას თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ის პროგრესის მთავარი დაბრკოლებაა.
„ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს და ამ მოლაპრაკებაში ჩვენი პრობლემა არ არის შეერთებული შტატები. ყველა ჩვენგანის ერთადერთი პრობლემა რუსეთია, რომელმაც დაიწყო ეს ომი და უარი თქვა თებერვალში, მარტში, ივლისში, აგვისტოში. თანახმა თუ არიან ცეცხლის შეწყვეტაზე, შეხედეთ ჰუმანიტარულ სიტუაციას უკრაინაში, არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ ყველგან; შეხედეთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას; შეხედეთ მსხვერპლს მოქალაქეებში. ვგულისხმობ, რომ რუსების შეჩერება აუცილებლობაა. არის ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლი“, – განაცხადა ემანუელ მარკონმა.