ემანუელ მაკრონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
„მაშინ, როდესაც საფრანგეთში არეულობის შემდეგ კიდევ ერთ დილა გათენდა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქუვეითს სტუმრობს“,- წერს „სქაინიუსი“.
ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში მაკრონს ქვეყნის ემირი შეიხ მიშალ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰმა დახვდა. მედიის ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში მაკრონის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა საწვავის მაღალ ფასები იქნება.
„ბიბისი“ წერს, რომ კვირა საღამოს საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე ჯერ კიდევ უცნობი იყო, გააუქმებდა თუ არა მაკრონი ვიზიტს. თუმცა საფრანგეთის ლიდერმა მიმართვის დროს განაცხადა, რომ დაგეგმილი ვიზიტი შედგებოდა.
„მე საერთაშორისო დონეზე არაერთი ინიციატივა გამოვიყენე იმის უზრუნველსაყოფად, რომ გვქონდეს საწვავი და გაზი და ამას გავაგრძელებ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტით, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომარაგება“, – განაცხადა მაკრონმა.
როგორც ცნობილია, მაკრონი სამ დღეს გაატარებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ქუვეითის შემდეგ ის არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ბაჰრეინსა და კატარს ეწვევა.