ემანუელ მაკრონი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია რეგიონში სტაბილურობისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანთან ერთად ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად ხელმოწერის მიმართ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია რეგიონში სტაბილურობისთვის. სრული მხარდაჭერა სომხეთს, მისი მთლიანობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
With Prime Minister @NikolPashinyan, at the European Political Community Summit in Albania.
I reiterated my support for the swift signing of a peace treaty with Azerbaijan.
The normalization of relations between Armenia and Azerbaijan… pic.twitter.com/2YLAimmvWK
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 16, 2025