საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მაისს სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას პარიზში უმასპინძლებს.
როგორც მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, შეხვედრის დროს მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის მშენებლობისადმი, რომელიც პატივს სცემს სირიის საზოგადოების ყველა კომპონენტს.
აჰმედ ალ-შარაამ საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან მიწვევა თებერვალში მიიღო. მაკრონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც სირიის ახალ პრეზიდენტს ესაუბრა.