ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა
ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

ლიდერების შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართა.

აჰმედ ალ-შარაა საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტით დღეს ჩავიდა. ფრანგული მედიის ცნობით, აჰმედ ალ-შარაას გარდა, დელეგაციის წევრები არიან სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შაიბანი და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი რაედ ალ-სალეჰი.

აღსანიშნავია, რომ აჰმედ ალ-შარაამ საფრანგეთის პრეზიდენტისგან მიწვევა თებერვალში მიიღო. ემანუელ მაკრონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც სირიის ახალ პრეზიდენტს ესაუბრა.