ემანუელ მაკრონი - სერგეი სკრიპალის მოწამვლა ევროპის სუვერენიტეტზე თავდასხმაა
ემანუელ მაკრონი - სერგეი სკრიპალის მოწამვლა ევროპის სუვერენიტეტზე თავდასხმაა

ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა არის თავდასხმა ევროპის სუვერენიტეტზე, – აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

„ჩვენ ამ თავდასხმას განვიხილავთ ჩვენი უსაფრთხოების დიდ გამოწვევად და ევროპის სუვერენიტეტზე თავდასხმად. ეს მოითხოვს კოორდინირებულ და გადამწყვეტ პასუხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები მომდევნო კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლონდონი მოსკოვს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.