ემანუელ მაკრონი საფრანგეთში გადასახადების შემცირებას და პენსიების გაზრდას გეგმავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გადასახადების შემცირებას და პენსიების გაზრდას გეგმავს.
საგადასახადო, საპენსიო და სამოქალაქო სამსახურის რეფორმირებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონმა რამდენიმე ახალი ინიციატივა წარადგინა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, 5 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადების შემცირების პირობა დადო და აღნიშნა, რომ ცვლილება უპირველესად საშუალო კლასს უნდა შეეხოს. მაკრონის კიდევ ერთი ინიციატივაა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც 2 ათას ევროზე ნაკლები პენსია აქვთ, სახელმწიფომ პენსიის ზრდა უნდა უზრუნველყოს და 2021 წლიდან რეინდექსაცია აღარ მოხდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიაში რეფერენდუმის ხმა უნდა გაძლიერდეს, წესების გამარტივება კი მოსახლეობის ინიციატივებს ხელს შეუწყობს. ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობის ზოგიერთი მოთხოვნა სამართლიანი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სასურველია ეროვნული ადმინისტრირების სკოლის გაუქმება, რომ უფრო ქმედუნარიანი ინსტიტუტი შეიქმნას.