ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს აქვს მტკიცებულებები, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს აქვს მტკიცებულებები, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

საფრანგეთს აქვს მტკიცებულებები, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როგორც გამოცემა Le Figaro წერს, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამიყენა.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება .

„ჩვენ გადაწყვეტილებას დროულად მივიღებთ. მაშინ, როდესაც ამას ყველაზე საჭიროდ და ეფექტიანად ჩავთვლით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შესაძლო საპასუხო ზომების საკითხს განიხილავენ.