ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი გმობს აღმოსავლეთ იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას, ძალადობა უნდა დასრულდეს, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა აღადგენს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იერუსალიმში სროლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საფრანგეთის პრეზიდენტი თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„საფრანგეთი მკაცრად გმობს აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ისრაელელ ხალხს. ძალადობა უნდა დასრულდეს. რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა აღადგენს“, – დაწერა მან X-ზე.
ამასთან, „ბიბისი“ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრზე, გიდეონ საარზე დაყრდნობით წერს, რომ იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, ორი სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც ცეცხლი ავტობუსიდან გახსნა, „ნეიტრალიზებულია“.
თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
France strongly condemns the terrorist attack that has just occurred in East Jerusalem.
I extend my deepest condolences to the families of the victims and to the entire Israeli people.
The spiral of violence must come to an end. Only a political solution will bring back peace…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 8, 2025