ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ძალიან ფხიზლად ეკიდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ძალიან ფხიზლად ეკიდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქო ემუქრება სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„საფრანგეთი ძალიან ფხიზლად ეკიდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. დღეს არსებობს რუსეთი, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს და თურქეთი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ამ მისწრაფებებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაცია ყარაბაღში. მაკრონის განმარტებით, საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს და დასძინა, რომ ყარაბაღელი სომხების უფლებები დაცული უნდა იყოს.