ემანუელ მაკრონი - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია
ემანუელ მაკრონი - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია

რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბავარიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება, მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობოთ, რაც იქნება საჭირო უახლოეს კვირებში და თვეებში“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ისურვებდა ომის ზამთრამდე დასრულდეს, მაკრონმა თქვა, რომ არავინ საუბრობს ომის უახლოეს თვეებში დასრულებაზე. თუმცა, გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლომდე გამოსავალი ნაპოვნი იქნება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ „რუსეთი არ გაიმარჯვებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის ტერორისტ-სახელმწიფოდ მოხსენიებაზე, თუმცა ამავე დროს მაკრონმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო იერიშს „ომის დანაშაული“ უწოდა.