ემანუელ მაკრონი - საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება ძირს არ უთხრის ჩვენს სიმტკიცეს, დავასრულოთ გაყინული კონფლიქტები უკრაინაში, საქართველოში, დნესტრისპირეთში
ემანუელ მაკრონი - საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება ძირს არ უთხრის ჩვენს სიმტკიცეს, დავასრულოთ გაყინული კონფლიქტები უკრაინაში, საქართველოში, დნესტრისპირეთში

რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ორმაგი სტანდარტი ევროსაბჭოში. ეს გადაწყვეტილება ძირს არ უთხრის ჩვენს სიმტკიცეს, დავასრულოთ გაყინული კონფლიქტები, რომლებიც ძალიან მტკივნეული იარებია ჩვენს კონტინენტზე – უკრაინაში, საქართველოში, კავკასიაში, დნესტრისპირეთში, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საკითხს.

ემანუელ მაკრონის თქმით ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რათა აიძულონ რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„ეს არ არის შემსუბუქების ჟესტი, ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მისწრაფება გახდეს უფრო ეფექტური“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი რომ არ დაებრუნებინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, პირველ რიგში, რუსეთის მოსახლეობისთვის იქნებოდა ნეგატიური შედეგის მომტანი, რადგან მათ აღარ ექნებოდათ შესაძლებლობა მიემართათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

დატოვე კომენტარი