ემანუელ მაკრონი რამალაში მაჰმუდ აბასს ხვდება
ემანუელ მაკრონი რამალაში მაჰმუდ აბასს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამალაში პალესტინური ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს ხვდება.

რამალაში ჩასვლამდე ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში მოლაპარაკებები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიჰაუსთან და „ჰამასის“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ის ასევე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს.

ისრაელში ვიზიტის დასაწყისში ემანულ მაკრონი „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ემანუელ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აბასთან შეხვედრას დასავლეთ სანაპიროზე მართავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მაჰმუდ აბასს ეგვიპტეში შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებები იორდანიაში გამართა.