ემანუელ მაკრონი პარიზში პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა
პარიზში უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართეს.
თავდაპირველად ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონმა არაფორმალური მოლაპარაკებები გამართა ვლადიმირ ზელენსკისთან, რის შემდეგაც ოფიციალური შეხვედრა გამართა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან. არც პოროშენკოსა და არც ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ.
ამავე დღეს, ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.