ემანუელ მაკრონი – ომისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს, არავისზე დაგვწყდება გული

01:01, 04.03.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

„ამ სიტუაციაზე, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანსა და იემენში – „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.

„ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონის თქმით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით“, – აღნიშნა მაკრონმა.

მსგავსი