ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირაში ვაშინგტონში ჩავა
ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირაში ვაშინგტონში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირას ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

აშშ-ში ვიზიტისას მაკრონი ტრამპს შეხვდება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა შანსები არსებობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მხრივ, უოლცმა აღნიშნა: „ჩვენ ჩართულები ვართ ყველა მხარესთან, შემდეგი ნაბიჯი არის ტექნიკური გუნდების დანიშვნა, რათა დავიწყოთ უფრო დეტალებზე საუბარი“.

როგორც ცნობილია, მომდევნო კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც.