ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკებების პირობებს რუსეთი და უკრაინა თავად დაადგენენ, თუმცა არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან იგნორირებული
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკებების პირობებს რუსეთი და უკრაინა თავად დაადგენენ, თუმცა არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან იგნორირებული

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების და დისკუსიის პირობებს თავად მხარეები დაადგენენ. მაგრამ ეს არ მოხდება რომელიმე მხარის იგნორირებით, გამორიცხვით ან ერთ-ერთი მხარის დამცირებით, რადგან ევროპამ არ შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადებული პირობა და არც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგანაც 1918 წელს ჩვენ ისინი დავამცირეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ევროპას უნდა ჰქონდეს „ეს სტანდარტი, რადგანაც მომდევნო დღეები და თვეები იქნება რთული“.