ემანუელ მაკრონი - მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, გამოვხატო შეშფოთება რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისა და ევროპული გზის ღალატისადმი
ემანუელ მაკრონი - მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, გამოვხატო შეშფოთება რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისა და ევროპული გზის ღალატისადმი

მინდა, გავიმეორო სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და, არსებითად, ევროპული გზის ღალატისადმი, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონლად ტუსკთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაკრონმა ილაპარაკა რუსეთის მხრიდან ევროპაში საარჩევნო პროცესზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე. ამის მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტმა მოიყვანა საქართველო, მოლდოვა და რუმინეთი.

„საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და, არსებითად, ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ, მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.