ემანუელ მაკრონი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
ემანუელ მაკრონი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ირანელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მარკონის თქმით, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას მას მოუწოდა, შეასრულოს დასავლეთის ქვეყნის მოთხოვნები თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით.

მან გაიმეორა საფრანგეთისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების პოზიცია, რომ ირანი არასოდეს უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს და შეახსენა გაერო-ს დონეზე ირანის წინააღმდეგ სანქციების დაბრუნების შესაძლებლობა.

მაკრონმა ასევე დაასახელა პირობები, რომლებიც ირანმა უნდა შეასრულოს ბირთვული პროგრამის თვალსაზრისით; ესენია: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების სრული წვდომა, გამდიდრებული ურანის მარაგების მიმართ გამჭვირვალობა და მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება.

„შეთანხმება ისევ შესაძლებელია. დარჩენილია რამდენიმე საათი. ირანზეა დამოკიდებული ჩვენ მიერ წამოყენებულ კანონიერ პირობებზე პასუხი. რეგიონის უსაფრთხოებისთვის, მსოფლიოში სტაბილურობისთვის,“ – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.