ემანუელ მაკრონი - კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ
ემანუელ მაკრონი - კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინელი მოქალაქეები ყველაზე საშინელს გაურბიან. რა არის მათი იარაღი? – ეტლები, სათამაშო დათუნიები და ჩანთები. ამ დილით კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ, წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს. ათობით ადამიანი დაღუპულია, ასობით დაშავებული. ეს ამაზრზენია“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინაში გამოძიების ჩატარებას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს.