ემანუელ მაკრონი ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ელისეს სასახლეში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
მსოფლიო ლიდერები და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები პარიზში იკრიბებიან, რათა განიხილონ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ დანერგვის საკითხები.
როგორც „როიტერი“ წერს, ბიზნესის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ხელოვნურ ინტელექტის მიმართ მიღებული მკაცრ რეგულაციებს, რადგან, მათი აზრით, ეს აფერხებს ინოვაციებს.