ემანუელ მაკრონი - „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს
ემანუელ მაკრონი - „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს

„ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბაღდადში ვიზიტისას ერაყის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან „დაეში“ კვლავ წარმოადგენს საფრთხეს და მე ვიცი, რომ ამ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ერაყის მთავრობის პრიორიტეტია. მსურს, დავადასტურო საფრანგეთის ვალდებულება, ვიყოთ თქვენ მხარეზე კოალიციის ფარგლებში“, -აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონი მონაწილეობას იღებს ერაყის დედაქალაქში მიმდინარე სამიტში, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა ქაბულის აეროპორტში ტერაქტზე, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.