ემანუელ მაკრონი - იდლიბში საბრძოლო მოქმედებები ახალი მიგრაციული კრიზისის საფრთხეს ქმნის
ემანუელ მაკრონი - იდლიბში საბრძოლო მოქმედებები ახალი მიგრაციული კრიზისის საფრთხეს ქმნის

იდლიბში საბრძოლო მოქმედებები ახალი მიგრაციული კრიზისის საფრთხეს ქმნის. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ლტოლვილების რიცხვმა შესაძლოა, 2  მილიონს მიაღწიოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იდლიბში არსებობს კონფლიქტის არაკონტროლირებადი სამხედრო ესკალაციის რისკი. მან არსებულ სიტუაციას უკიდურესად საშიში უწოდა.

„საომარი მოქმედებები ჰუმანიტარული კატასტროფის, ესკალაციისა და მიგრაციული კრიზისის რისკს ქმნის”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთი და გერმანია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პოლიტიკური პროცესის განახლებას ითხოვენ. ამასთან, ბერლინი და პარიზი თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით, სტამბოლის ოთხმხრივი ფორმატის შეხვედრის რაც შეიძლება მალე გამართვას ითხოვენ.

„ჩვენ პრეზიდენტ ერდოღანთან და პრეზიდენტ პუტინთან ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დატოვე კომენტარი