ემანუელ მაკრონი - გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა იყიდება
ემანუელ მაკრონი - გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა იყიდება

გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა არ იყიდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ოკეანეების დაცვისადმი მიძღვნილ გაერო-ს კონფერენციაზე განაცხადა.

თავის გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მტკიცედ დაიცვა მრავალმხრივობის პრინციპი საერთაშორისო სისტემაში.

ოკეანეებისთვის ბრძოლის მოსაგებად ჩვენ გვჭირდება მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას ეწვევა, სადაც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრთან, იენს-ფრედერიკ ნილსენსა და დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ჩრდილოატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.