ემანუელ მაკრონი - გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
ემანუელ მაკრონი - გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

დისკუსიაში გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და მოლდოვის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

ემანუელ მაკრონის თქმით, დრონები, რომლებიც ევროკავშირის საჰაერო სივრცეს არღვევენ, შეიძლება, განადგურდეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო გზავნილი: დრონები, რომლებიც არღვევენ ჩვენს ტერიტორიას, დიდ რისკზე მიდიან, შესაძლებელია მათი განადგურება. წერტილი. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ სრული შეტყობინება გავაგზავნოთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. რაც შეეხება ავიაციას, არსებობს პროცესი და ჩვენ ვიმყოფებით ნატო-სთან კოორდინაციაში. ვფიქრობ, ეს პროცესი შექმნის მეტ არაპროგნოზირებადობას. შეკავება უნდა იყოს საკვანძო ჩვენი თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად. გზავნილი, რომლის გადაცემაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეხვედრიდან, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, რომ დავიცვათ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.