ემანუელ მაკრონი – გაერო-ს ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა

01:30, 07.03.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.

„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მაკრონმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი