ემანუელ მაკრონი ევროსაბჭოს შტაბბინაში უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სტრასბურგში, ევროსაბჭოს შტაბბინაში უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს შეხვდა.
სენცოვი ერთ-ერთი იყო რუსეთში დაკავებულ უკრაინელებს შორის, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბერში უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე გაცვალა.
უკრაინელი რეჟისორი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 2014 წელს დააკავეს. მას ტერორიზმის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და დასავლურმა ქვეყნებმა ოლეგ სენცოვი პოლიტპატიმრად აღიარა.
ემანუელ მაკრონისა და ოლეგ სენცოვის შეხვედრა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე შედგა.