ემანუელ მაკრონი - ევროპაში დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის „სამოქალაქო ომია“
ემანუელ მაკრონი - ევროპაში დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის „სამოქალაქო ომია“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დემოკრატიის გასამყარებლად მეტი ძალისხმევა სჭირდება.

„მე არ მინდა, იმ ნახევრად მძინარე თაობას ვეკუთვნოდე, რომელმაც საკუთარი წარსული დაივიწყა.“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, დღეს ევროპაში არსებული ვითარება „სამოქალაქო ომს“ ჰგავს, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის მიმდინარეობს.

საფრანგეთის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკის ობიექტად ევროსკეპტიკოსები არიან, რომლებმაც, მისი თქმით, ბრექსიტის პროცესი გამოიწვიეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლამ ევროგაერთიანების ბიუჯეტში დიდი ხვრელი გააჩინა, რის გამოც საფრანგეთი მზად არის, საკუთარი კონტრიბუცია გაზარდოს.

„სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობის აღსრულება ჩვენ დიდი ბრძოლის შედეგად წარსულიდან მოვიპოვეთ.“ – განაცხადა მაკრონმა. მის სიტყვებს ევროპის პარლამენტში ტაშით შეხვდნენ.