ემანუელ მაკრონი - ევროპაში არალიბერალური დემოკრატიების აღზევება ხდება
ევროპაში არალიბერალური დემოკრატიების აღზევება ხდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა ყურადღება გაამახვილა უნგრეთის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არ იზიარებს ვიქტორ ორბანის პოპულისტურ ღირებულებებს.
„მე შემიძლია, წუხილი გამოვთქვა ორბანის არჩევის გამო, თუმცა ევროპას ვიღებ ისეთს, როგორიც არის. ის აქ არის და არჩეულია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, არალიბერალურმა დემოკრატიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ევროპის მხარეს არიან, თუმცა შეუძლებელია პრინციპებზე და ამბიციებზე უარის თქმა.
„ევროპის ბედი ახლა უნდა გადაწყდეს და ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს ამბიციები საფრანგეთის სახელით გატარდეს“, – განაცხადა მაკრონმა.