ემანუელ მაკრონი - ევროპა ტოლერანტობის სიმბოლოდ უნდა დარჩეს
ემანუელ მაკრონი - ევროპა ტოლერანტობის სიმბოლოდ უნდა დარჩეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ევროპულ ფასეულობებს ემუქრებიან, მაგრამ მათი იზოლირება კონტრპროდუქტიული იქნება.

„თუ გადავწყვიტავთ მათ გარიყვას ევროპისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ვეტყვით, რომ თქვენ ღალატობთ ჩვენს ღირებულებებს, მაშინ მათ დავკარგავთ“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში.

საფრანგეთის ლიდერმა აბუ დაბიში ვიზიტისას, ასევე ისაუბრა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ. მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს „უფრო ღია ისლამს“.

ამასთან, მაკრონის აზრით, ბოლო წლებში ევროპამ საერთო ნარატივზე უარი თქვა, რაც შეცდომა იყო.

„ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა მისი ფასეულობებისა და იდენტობის შესახებ ხშირად საუბარზე. საჭიროა საერთო ნარატივი, საერთო მიზანი. არავის შეუყვარდები მხოლოდ ერთიანი ბაზრის, შრომის კოდექსის რეფორმების და სხვა პერსპექტივების გამო. ხალხის მოტივაციას ამაღლებს საერთო ნარატივი“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.