ემანუელ მაკრონი ერდოღანს 5 იანვარს შეხვდება
ემანუელ მაკრონი ერდოღანს 5 იანვარს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 5 იანვარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ერდოღანთან შეხვედრის დროს მაკრონი ყურადღებას გაამახვილებს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.

გარდა ამისა, ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებზე, სირიისა და ისრაელ-პალესტინის საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრა პარიზში ელისეს სასახლეში გაიმართება.